გიორგი მარგველაშვილი: ხელისუფლება იცვლება

26.10.24 11:07
გიორგი მარგველაშვილი: ხელისუფლება იცვლება

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არჩევანი უკვე გააკეთა - "ძლიერი საქართველოს" წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება იცვლება: 

თქვენ ხედავთ, როგორი რიგია და ეს საქართველოში ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ როდესაც ამდენი ამომრჩეველი მოდის, ეს არის ნათელი გზავნილი იმის, რომ ხელისუფლება იცვლება და მეც დღეს ქართველ ხალხთან ერთად გამოვუწერე ბილეთი ამ ხელისუფლებას იქ, სადაც მათი ადგილია - რუსეთის ფედერაციაში. ასეთია ჩემი განწყობა, ასეთია განწყობა იმ ადამიანების, ვისაც მე აქ ვხედავ.