შიდა ქართლში საარჩევნო უბნები "ოცნების" აგიტატორებს აქვთ ბლოკირებული
შიდა ქართლში, ქარელის მე-12 უბანზე "პირველების" კამერის გამოჩენას "ქართული ოცნების" დაჯგუფებების მხრიდან აგრესია მოჰყვა. არაუფლებამოსილ პირებს საარჩევნო უბნის შესასვლელი, პირდაპირი მნიშვნელობით, ბლოკირებული ჰქონდათ. ირკვევა ასევე, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ხმის მისაცემად 20 კაციანი დაჯგუფებით მივიდა.
ქარელის მე-5 საარჩევნო უბანზე კი ამომრჩეველს ჰქონდა მცდელობა, ხმა საარჩევნო კაბინის გარეთ მიეცა, თუმცა დამკვირვებლების თქმით, მათ ეს ფაქტი აღკვეთეს.