ხმა მივეცი ქვეყნის ევროპულ მომავალს - თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა

26.10.24 11:22
ხმა მივეცი ქვეყნის ევროპულ მომავალს - თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა

ხმა მივეცი ჩემი შვილების ევროპულ მომავალს - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ საარჩევნო უბანზე მისვლისას განაცხადა, სადაც ის შვილებთან ერთად მივიდა. ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ დღეს დიდი ეროვნული გამარჯვების დღე იქნება. 

მე დღეს ხმა მივეცი ევროპულ მომავალს ჩემი შვილებისთვის: ნიკოსთვის, სანდროსთვის, ლუკასთვის, რომელიც სახლში გველოდება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც გამიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში კოალიციური ძალების მოსვლას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უმოკლეს ვადებში შეიყვანენ ევროკავშირში და თითოეულ მოქალაქეს ექნება ევროპული კეთილდღეობის შანსი,- განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალურო მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ხმის მიცემის შემდეგ.