რუსმა ოლიგარქმა ხმის მიცემის დროს საქართველოს კანონი დაარღვია - ანა ნაცვლიშვილი

26.10.24 11:37
რუსმა ოლიგარქმა ხმის მიცემის დროს საქართველოს კანონი დაარღვია - ანა ნაცვლიშვილი

რუსმა ოლიგარქმა ხმის მიცემის დროს დაარღვია საქართველოს კანონი, - ამის შესახებ  "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ხმა დაცვის თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზების პირობებში მისცა, რაც დაუშვებელია.

ნაცვლიშვილის თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით "ძლიერი საქართველოს" დამკვირვებელმა საჩივარი შეიტანა, რასაც კომისიის აგრესია მოჰყვა.

ოპოზიციონერი ლიდერი მოუწოდებს კომისიის წევრებს, დაიცვან კანონი და არა ივანიშვილი. 

დღეს, რუსმა ოლიგარქმა, ხმის მიცემის დროს, დაარღვია საქართველოს კანონი. მან, ხმა მისცა დაცვის თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზების პირობებში, რომლებმაც გადაკეტეს უბანი და მოქალაქეებს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ, ამ დროს, ესარგებლათ ხმის უფლებით, რადგან ოლიგარქი ბრძანდებოდა უბანზე და აძლევდა ხმას.

ეს არის კანონის დარღვევა, ასე საქართველოს კანონით და, მათს შორის, არსად ევროპაში, ხმის მცემა გათვალისწინებული არ არის. ამასთან დაკავშირებით, "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა შეიტანა საჩივარი, რომელსაც კომისის "გაავებული" რეაგირება მოჰყვა.

ახლა, ამ წუთებში, ჩვენ წარმომადგენელზე, რომელიც აპირებს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და კანონის სრული დაცვით, დაწეროს საჩივარი, მომხდარ უკანონოსბასთან დაკავშირებით, არ აძლევენ საშუალებას, რომ განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, რითიც დამატებით არღვევენ ამ ქვეყნის კანონს.

მე, მსურს, მოვუწოდო მთაწმინდის, პირველი ოლქის, მესამე უბნის თავჯდომარესა და კომისიის წევრებს - დაიცავით არა რუსი ოლიგარქი, არამედ ამ ქვეყნის კანონმდებლობა, ეს არის თქვენი ვალდებულება, ნუ უშლით ხელს "ძლიერი საქართველოს" დაკვირვებას, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.