ოპოზიცია: ისანში, მეცხრე საარჩევნო უბანზე, "ოცნების" წარმომადგენელი ფულს არიგებს

26.10.24 12:06
ოპოზიცია: ისანში, მეცხრე საარჩევნო უბანზე, "ოცნების" წარმომადგენელი ფულს არიგებს

ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო ისანში, მეცხრე საარჩევნო უბანზე - ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნების" კოორდინატორი ამომრჩეველს ხმის სანაცვლოდ ფულს, 130 ლარს არიგებს. 

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მეცხრე უბანთან, ხელისუფლებას მობილიზებული ჰყავდათ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, სუს-ის აგენტები, რომლებიც ამომრჩეველზე ზეწოლით მანიპულირებდნენ.

ქალბატონი ეკა,  "ქართული ოცნების" წარმომადგენელი,  საუბრობდა ფულის აღებ-მიცემაზე, კონკრეტულად, 130 ლარზე, შემდეგ უბანზე შემოდიოდა ამომრჩევლებთან ერთად. ეს არის საარჩევნო პროცესის ხელის შეშლა, საარჩევნო უბანზე ხდება უამრავი დარღვევა - ფულს არიგებენ, ეს ადამიანები, სუსის  "ნასეტკები" ჰყავთ მობილიზებული." - აცხადებს, მარიამ დოლიძე

თავად "ოცნების" წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.