ცვლილების გარეშე წინსვლა არ იქნება - ნიაზ დიასამიძე

26.10.24 12:26
ცვლილების გარეშე წინსვლა არ იქნება - ნიაზ დიასამიძე

 

 

ცვლილებების გარეშე წინსვლა არ იქნება, - ამის შესახებ მომღერალმა ნიაზ დიასამიძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. ხელოვანი ამბობს, რომ დღეს თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. 

დღევანდელი დღე, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორ გზაზე დავბრუნდეთ და გავაგრძელოთ ახალი ფურცლიდან ცხოვრება. ცვლილების გარეშე წინსვლა არ იქნება. მაგაზე არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ ცვლილებებში. ძალა ერთობაშია და თითო ხმა, მართლა, დიდი ძალის მატარებელია. ცვლილებას გისურვებთ!, - ამბობს დიასამიძე.