მარნეულში, 79-ე უბანზე დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

26.10.24 12:41
მარნეულში, 79-ე უბანზე დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია ჩემი ხმის დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

"ახლახანს, მატყობინებენ ინფორმაციას, რომ ჩვენი ხმის ერთ-ერთი დამკვირვებელი, მარნეულში, 79-ე უბანზე გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით" - თქვა რამდენიმე წუთის წინ ლონდა თოლორაიამ.