მარნეულში საარჩევნო უბანზე ენმ-ის წარმომადგენელს სცემეს

26.10.24 13:01
მარნეულში საარჩევნო უბანზე ენმ-ის წარმომადგენელს სცემეს

მარნეულში 74-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო უბანზე ენმ-ის წარმომადგენელი,  ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქერიმოვი სცემეს.

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, გიორგი მუმლაძის თქმით, ეს იყო "ორგანიზებული თავდასხმა".

"პირველი დამარტყეს მე, 3-4 ადამიანი დამესია, გამოვედი უბნიდან და ასეთ დღეში ჩააგდეს შემდეგ ჩვენი პარტიის წარმომადგენელი... ეს არის კატასტროფა და ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ჩვენზე". - თქვა მუმლაძემ.

 

"აქ საშინელება ხდება, მოვედით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს აგდებდნენ უბნიდან, მოვედით გასაკონტროლებლად ამ სიტუაციის და უცებ რაღაც ბანდიტური ჯგუფი შემოვიდა საარჩევნო უბანზე და დაგვიწყეს რტყმევა, განურჩევლად, გინება და ჩვენი პარტიის თავმჯდომარე არის სასტიკად ნაცემი. სასწრაფოს ველოდებით ჯერ არ მოსულა, პოლიციას ველოდებით პოლიცია არ არის. ბანდაა შეკრებილი აქ და გვემუქრებიან მოკვლით," - ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი კახა კვეკვესკირი.