ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს მივეცი, დღეს აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ - სოფო ჭყონია

26.10.24 13:03
ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს მივეცი, დღეს აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ - სოფო ჭყონია

 

 

 

"კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია ამბობს, რომ ხმა ქვეყნის ევროპულ მომავალს მისცა. ჭყონია მოქალაქეებს მოუწოდებს, წავიდნენ არჩევნებზე და საქართველოში სიბნელე დაასრულონ.

საქართველო არ არის რუსეთის და ვერასდროს გახდება - ამბობს სოფო ჭყონია. 

მე, მივეცი ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს. აუცილებლად, ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ საქართველოში სიბნელე, ეს, ჩემთვის, სიბნელეა, და ალბათ ყველასთვის. მიეცით თქვენ შვილებსა და მომავალს ხმა, ევროპული იქნება ეს თუ, როგორიც არ უნდა იყოს, მომავალი აუცილებლად უნდა იყოს მსოფლიოს ნაწილი. საქართველო ვერ იქნება იზოლირებული, ფეოდალური სახელმწიფო.

არავითარი ომი არ იქნება, ამით ნურავინ ნუ შეგაშინებთ, ომის მითიური აგენტურის შექმნა არ არსებობს და ადამიანებს ამით ნუ ატყებენ, რადგან თუ ასეთ იდიოტებად თვლიან ქართველებს, მაშინ რატომ უნდა მივცეთ იმ ადამიანებს ხმა, რომლებიც ჩვენ იდიოტებად გვთვლიან?

რიგი და აქტივიობა ნიშნავს იმას, რომ ქართველები სწორ გზაზე დგანან, ეს აუცილებელი და მოსალოდნელიც იყო. საზღვარგარეთ, ემიგრანტებს, რაც არ უნდა ჩავუკეტოთ კარი, მაინც მიდიან და აძლევენ ხმას. ქართველები არ არიან ადვილად მართვადი, როგორც ჰგონიათ. ეს არ არის რუსეთი და ვერასდროს ვერ გახდება. დღეს, აუცილებლად, უნდა ვიზეიმოთ, - ამბობს სოფო ჭყონია.