აქტივობა 12:00 საათისთვის: 22.22%-ია, 2020-19.41%, 2016 - 19.81%, 2012 - 25.88%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 22.22% შეადგინა.
ამ დროისთვის არჩევნებზე გამოცხადდა 776 726 ადამიანი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.41% იყო.
2016 წელს - 19.81% იყო.
2012 წელს - 25.88%.