უბანი, სადაც საარჩევნო ყუთში ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენეს, დაიხურა
მარნეულში, N69 საარჩევნო უბანზე, სადაც საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენეს, დაიხურა.
გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ იქნე მიღებული.
მანამდე ცეკოს თავმჯდომარემ საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "ასეთი შემთხვევები იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებზე".