დანა 51-ე საარჩევნო უბანთან - დამკვირვებლების ინფორმაციით, ცივი იარაღი "ოცნების" ე.წ. ტიტუშკას ეკუთვნის

26.10.24 14:05
დანა 51-ე საარჩევნო უბანთან - დამკვირვებლების ინფორმაციით, ცივი იარაღი "ოცნების" ე.წ. ტიტუშკას ეკუთვნის

 

 

ისანში,  51-ე საარჩევნო უბანთან  ხმაური და დაპირისპირება იყო. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო უბანთან მობილიზებული დაჯგუფება განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. 

მას შემდეგ კი, რაც ადგილზე მედია მიდის ისინი ავტომობილებით გარბიან. გაქცევისას თვითმხილველების თქმით, ე.წ. ძველ ბიჭს გაშლილი დანაც კი დაუვარდა. 

"პირველებთან" საუბრისას ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ აგრესიული პირის ვიდეო კადრები აქვთ. 

არსებული ინფორმაციით, კაცი პოლიციამ უკვე გადაიყვანა. 

51-ე საარჩევნო უბანზე, იმყოფებოდნენ ადამიანები, რომელთაც არ ჰქონდათ დოკუმენტაცია, იმის შესახებ, რომ ნამდვილად შეეძლოთ ამ უბანზე ყოფნა. მოვუწოდეთ, რომ დაეტოვებინათ უბანი, მაგრამ ეს ადამიანები აგრესიით გამოირჩეოდნენ, იყო სიტყვიერი და ფიზიუკრი შეურაცხყოფა, ხელით გამოიწიეს.

შეწინააღმდეგების დროს, "ქართული ოცნების" ერთ-ერთ წარმომადგენელს, არც ჰქვია, ამ ადამიანს, წარმომადგენელი, რეალურად, "ქართული ოცნების" "ტიტუშკას", ამოუვარდა დანა. ეს ფაქტი შევამჩნიე, მივედი დანასთან ახლოს, არ მივეცი იმის შესაძლებლობა, რომ მას აეღო ეს დანა, ნახეთ, რომ დანა გახსნილ მდგომარეობაში იყო, მომზადებული ჰქონდა, იმისთვის, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი დავეზიანებინეთ, დავეჭერით.

ახლაც ხედავთ, რომ დანა, კვლავ ადგილზეა, ამ ფაქტიდან დაახლოებით, ერთი საათი გავიდა, მაგრამ არ ვიცით, არიან თუ არა იდენტიფიცირებულები,  სამართალდამცავების მიერ. როგორც ჩვენ გვითხრეს, პოლიციამ გადაიყვანა ეს ადამიანები, მაგრამ პოლიციას არ მოუთხოვია ჩემთვის დამადასტურებელი ფაქტები, არც ამ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის არ დამკავშირებიან.  ველოდები, როდის დამიკავშირდება ეს უწყება." - აცხადებს თვითმხილველი.