პრეზიდენტი: სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება

26.10.24 14:10
პრეზიდენტი: სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება

სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტს. 

საუბარია, რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში ჩაყრის ფაქტზე. 

„სირცხვილია, სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულში 69-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეჩერებულია.

როგორ გაგრძელდება მარნეულში მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცედურა, საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტს.