მუქარა, ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა – ირაკლი კუპრაძე ბათუმში დარღვევებზე საუბრობს
აჭარაში, დილის 8 საათიდან, გაიხსნა საარჩევნო უბნები და პროცესი მიმდინარეობს მრავალი დარღვევის ფონზე - ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვის მცდელობა, საარჩევნო სიებით მანიპულირება, აგიტატორების მიერ - ეს ყველაფერი, აღწერილია ვიდეოკადრებში, რომლებიც მედიებსა და ჟურნალისტებს მივაწოდეთ - ამის შესახებ განცხადება კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
მუქარის, ძალადობისა და საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებელთა გაძევების პროცესში მონაწილეობენ სამართალდამცავები, კონკრეტულად, პოლიციის სამართველოს უფროსი, ირაკლი დგებუაძე, ეს კადრები მოქალაქეებს უკვე მივაწოდეთ.
ბათუმის, მე-2 საარჩევნო უბანზე, უკანონოდ, გააძევეს რამდენიმე დამკვირვებელი.
მე-16 საარჩევნო უბანზე, ზეწოლისა და მუქარის ფონზე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, მათს შორის, ამომრჩევლებსა და ცესკოს კომისიის წევრებზე, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელნი და ვალდებულნი, გააკონტროლონ საარჩევნო პროცესი.
ბათუმის, 30-ე საარჩევნო უბანზე, მიმდინარეობს, რეგისტრატორების მხრიდან, საარჩევნო ბიულეტინების ხელოვნურად დაზიანება, იმ ამომრჩეველთა ბიულეტინების, რომლებზეც "ქართული ოცნებას" აქვს ინფორმაცია, რომ არ არიან ხელისუფლების მხარდამჭერები. ეს ვიდეოკადრებიც მივაწოდეთ ჟურნალისტებსა და სხვადასხვა ტელევიზიებს.
37-ე და 72-ე საარჩევნო უბნებზე, "ქართული ოცნების" აგიტატორები, შედიან საარჩევნო უბნების შენობებში, ადგილზე, ემუქრებიან მოქალაქეებს და აწარმოებენ აგიტაციას.
ბათუმის, მე-7 და მე-5 საარჩევნო უბნებში, მიმდინარეობს ზეწოლა, მუქარა და მოსყიდვის მცდელობა.
ყცველა საარჩევნო უბანთან მობილიზებულია "ქართული ოცნების" აგიტატორების, სამარშუტო ტრანსპორტი, რომელშიც სხედან აგიტატორები, ფულის ტომრებითა და სიებით. ადგილზე გასცემენ და ცდილობენ მოისყიდონ მოქალაქეები. ყველა ეს ფაქტი აღწერილია სხვადასხვა ტელევიზიის მიერ.
პირდაპირ ეთერში ვნახეთ ის ძალადობა, მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვის მცდელობები, რითიც დაკავებულია "ქართული ოცნება", მათი ჩინოვნიკები და, სამწუხაროდ, სამართალდამცავთა ნაწილი, რომელთა ხელმძღვანელი, ირაკლი დგებუაძე, პირადად, მონაწილეობს საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლების გაძევებაში.
მრავალგზის, აჭარის მასშტაბით აღიკვეთა აჭარის საარჩევნო უბნებზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის ორი ბიულეტინის ერთდროულად გაცემის ფაქტი.