ხელჩართული ჩხუბი გლდანში - მე-60 საარჩევნო უბანანთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა (ვიდეო)

26.10.24 15:13
ხელჩართული ჩხუბი გლდანში - მე-60 საარჩევნო უბანანთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა (ვიდეო)

 

 

ხელჩართული ჩხუბი გლდანში - მე-60 საარჩევნო უბანთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია. 

ოპოზიციის ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ არჩევნებს გლდანში აგებს და საარჩევნო პროცესის ჩაშლას ძალადობით ცდილობს.

ადგილზე დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდს ჰქონდა ადგილი. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სპეცოპერაციას "ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილი და მისი დაჯგუფება ხელმძღვანელობს. 

ადგილზე იმყოფება "ერთობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ეძგვერაძე. კუჭაშვილის დაჯგუფება საკრებულოს დეპუტატს პერიოდულად სიტყვიერად უპირისპირდება.