"შემომახია ბეიჯი" - "ოცნების" დამკვირვებელი

26.10.24 15:50
"შემომახია ბეიჯი" - "ოცნების" დამკვირვებელი

ზუგდიდის მე-9 უბანზე ხმის მიცემის პროცედურა, ფაქტობრივად, ჩაშლილია. უკვე ერთი საათია ადგილზე "საქმეებს არჩევენ". გიორგი ჯიქია, იგივე წულაია თავდასხმაში უკვე მეორედ არის მხილებული. 

შემომახია ამან ბეიჯი, თავხედია. ქართველის ოჯახში გავიზარდე და გოგომ რომც გამოიწიოს, ხელს მე არ დავარტყამ, თავი დავანებეთ! - ამტკიცებს "პირველებთან" წულაია. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აღნიშნულ უბანზე "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი დამკვირვებელი სცემეს. ამის შსახებ განცხადება ლევან სამუშიამ გააკეთა.