ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

26.10.24 16:30
ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში - თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბული იყო. 

როგორც კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრი, სალომე მელია ამბობს, რომ მის მეუღლესა და ბიძაშვილის “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ.