გლდანის მე-60 საარჩევნო უბნიდან საოლქო კომისიის წარმომადგენელი გააძევეს
გლდანის მე-60 უბანზე საარჩევნო პროცესი შეფერხებულია. კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს, საარჩევნო უბნიდან საოლქო კომისიის წარმომადგენელი გაეძევებინათ.
თავად გიგა გვასალია ამბობს, რომ ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც მან კომისიის თავმჯდომარეს შეატყობინა, რომ გარეთ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და რეაგირება უნდა მომხდარიყო.
როგორც ჩანს, კადიროვის გასაოცარი დემოკრატია სულს ღაფავს. კომისიის წევრებს და თავმჯდომარეებს აიძულებენ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას და დამკვირვებლებს, უბნის კომისიის წევრებს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს აძევებინებენ უბნიდან იმის გამო, რომ ჩვენ მოვუწოდებდით მათ მშვიდი საარჩევნო გარემოს ჩატარებისთვის. აღნიშნული ინფორმაცია გადმომცეს საოლქო კომისიის წევრებმა, როდესაც მოვედი უბანზე და მინდა, ავიღო ჩემი გაძევების გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, არც სარეგისტრაციო ჟურნალში ვარ გატარებული, არ დასტურდება ჩემი ამ უბანზე ყოფნა, - ამბობს გიგა გვასალია.