მარნეულში დეპუტატ ზაურ დარგალის ძმა ხმის მიცემას სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა

26.10.24 17:25
მარნეულში დეპუტატ ზაურ დარგალის ძმა ხმის მიცემას სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა

მარნეულში დეპუტატ ზაურ დარგალის ძმა, მირზა დარგალი სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს. 

"ფაქტი იყო – სხვისი პირადობით ცდილობდა ხმის მიცემას. დეპუტატ ზაურ დარგალის ძმა, მირზა დარგალი. საბოლოოდ, ხმა ვერ მისცა. დრო დაგვჭირდა ოქმის შესადგენად და მოვაწერე ხელი," - განაცხადა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა. 

გამოცემის ცნობით, მომხდარს კომისიის წევრებს შორის კამათი მოჰყვა. ერთ-ერთი წევრი თავმჯდომარეს საყვედურობდა. თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მირზა დარგალი საარჩევნო უბნიდან გააძევა და თავისი მოვალეობა შეასრულა.