"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - დაზიანებულია ტექნიკა
ისანში, 53-ე საარჩევნო უბანთან "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - დაზიანებულია ტექნიკა. ვიდეო-მასალაში, რომელიც "პირველების" რედაქციამ მიიღო, ჩანს, რომ ტექნიკის ნაწილები ადგილზე ყრია.
ირკვევა, რომ "პირველების" ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს ზურგიდან დაესხნენ თავს.
ნიღბიანი პირები, ძალადობის შემდეგ გაიქცნენ.
აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ.