ახალქალაქის 61-ე უბანზე მდებარე კენჭისყრის კაბინის უკან სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიაში, 61-ე საარჩევნო უბანზე მდებარე კენჭისყრის კაბინის უკან სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, რომელიც პირდაპირ კენჭისყრის კაბინაში შესულ ამომრჩეველს უყურებს.
საუბნო და საოლქო კომისიის თავმჯდომარეები, სრაპ გაბრიელიანი და ჰასმიკ მარაგოზიანი აცხადებენ, რომ აღნიშნული კამერა, რომელიც წესით გარედან დაფარული უნდა იყოს სპეციალური საშუალებით, გათიშულია და არ მუშაობს.
ეს სკოლის კამერაა (ახალი დამონტაჟებული არ არის). გუშინ, საღამოს 18:00 საათის შემდეგ გათიშულია“, - ამბობს სრაპ გაბრიელიანი.
წყარო - SKnews.ge