17:00 საათისთვის არჩევნებზე 1 768 816 ადამიანი გამოცხადდა
დღეს, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 50.6% შეადგინა - განახლებულ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ამ დროისთვის არჩევნებზე გამოცხადდა 1 768 816 ადამიანი.
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45.77% იყო.
- 2016 წელს - 42.04% იყო.
- 2012 წელს - 53.03%.