საბურთალოზე, 34-ე და 35-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს

26.10.24 18:04
საბურთალოზე, 34-ე და 35-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს

საბურთალოზე მდებარე 34-ე და 35-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს - "ტვ პირველის" კორესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გარეშე პირები ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს არღვევენ. 

კერძოდ, ფაქტის ამსახველ ფოტომასალაში ჩანს, თუ როგორ უღებენ არაფორმალური პირები ამომრჩევლის პირადობის მოწმობებს სურათს. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და დამკვირვებელი, მანანა ანდღულაძე "პირველებთან" აცხადებს, 34-ე და 35-ე უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართულ ოცნებას" ე.წ. ზონდერ ჯგუფები ჰყავდა მობილიზებული, რომლებმაც ტერიტორია მედიის გამოჩენის პარალელურად დატოვეს.