საარჩევნო უბანთან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალი კლინიკაშია გადაყვანილი

26.10.24 18:02
საარჩევნო უბანთან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალი კლინიკაშია გადაყვანილი

„ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, მმართველი გუნდის მიერ დაქირავებული პირები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს დაესხნენ თავს. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

განცხადების მიხედვით, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, აწყობდნენ პროვოკაციებს:

„მას შემდეგ, რაც მარიამმა კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა - ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წარმომადგენელს. მარიამი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში. ეს ჩვენს წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, მთელი დღეა, წაგების აგონიაში მყოფი ივანიშვილის ტიტუშკები ფიზიკურად უსწორდებიან “ერთიანობის” წევრებს“, - წერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.