საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცია დიდი უპირატესობით იგებს, ძალადობენ კომისიის წევრებსა თუ დამკვირვებლებზე - გია ჯაფარიძე
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მარნეულში რამდენიმე უბანში მომხდარი დაპირისპირებას ეხმაურებიან.
''ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერი, დიმიტრი შაშკინი მარნეულში კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად მას შემდეგ ჩავიდა, რაც იქ ბიულეტენების ჩაყრა დაფიქსირდა. მისი განცხადებით საარჩევნო უბანზე მობილიზებული არიან "ქართული ოცნების ტიტუშკები",
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის" დიმიტრი შაშკინის განცხადებით: "მარნეულის ეს კონკრეტული, 69-ე უბანი იყო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო უბანი და ჩვენ ყოველთვის ვიგებდით დიდი სხვაობით, ეს კარგად იცოდა ქართულმა ოცნებამ და დემონსტრაციულად ჩაყარა ბიულეტენები, რათა გაუქმებულიყო ეს უბანი, უბანს ვერ გააუქმებენ და იგივე ელოდებათ ყველგან, ანუ ჩვენი გამარჯვება", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა,
"იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცია დიდი უპირატესობით იგებს, ცდილობენ ფიზიკური შეხლა-შემოხლის პროვოცირებას და ძალადობენ კომისიის წევრებსა თუ დამკვირვებლებზე. როგორც ჩანს, მსგავსი დავალება აქვთ მიღებული. ჩვენ ყველა დარღვევას აღვნუსხავთ, მთავარია, საქართველოს მოქალაქეებმა არ დაიზარონ და გამოვიდნენ სახლებიდან''- განაცხადა მარნეულში მყოფმა კოალიციის ლიდერმა გია ჯაფარიძემ
პირველ რიგში, მადლობა თავისუფალ მედიას იმ მყისიერი რეაგირებისთვის, რაც გაქვთ. ვფიქრობ, დღეს მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან იმ მოვლენებს, რასაც ვაკვირდებით, ასეთი ტენდენცია იკვეთება: იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცია დიდი უპირატესობით იგებს, ცდილობენ ფიზიკური შეხლა-შემოხლის პროვოცირებას და ძალადობენ კომისიის წევრებსა თუ დამკვირვებლებზე. როგორც ჩანს, მსგავსი დავალება აქვთ მიღებული.
ამჟამად მარნეულში ვიმყოფებით. ამ მომენტში ვართ მარნეულის 69-ე უბანზე, რომელიც გახსნილია. პრობლემები იყო ასევე 18-ე უბანზეც, სადაც ცდილობდნენ პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემას. 64-ე უბანზეც დაფიქსირდა დარღვევები. როგორც ჩანს, მარნეულის ყველა საარჩევნო უბანზე ხელოვნურად ცდილობენ პრობლემების შექმნას.
ჩვენ აქ ჩამოვედით სწორედ ამ საკითხებზე რეაგირებისთვის. ჩვენს წარმომადგენელს ერთ-ერთ უბანზე ფიზიკურად დაესხნენ თავს, რის გამოც ის ახლა საავადმყოფოშია. აქ იმყოფებიან უცხოელი დამკვირვებლები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” აგებს ამ არჩევნებს და ასეთ მეთოდებით ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციის გამარჯვებას.
ჩვენ ყველა დარღვევას ვაფიქსირებთ და აღვნუსხავთ. ყველაფერი ჩვენს მიერ მონიშნული და აღრიცხულია. ახლა მთავარი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაიზარონ, გამოვიდნენ სახლიდან, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ეს აუცილებელია, რომ საქართველოში დავასრულოთ რუსული გავლენები და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე. რაც უფრო მაღალი იქნება აქტივობა, მით უფრო დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ოპოზიცია ამ არჩევნებში", - განაცხადა გია ჯაფარიძემ