"ქოც ლიდერებს ვეუბნები: რამ შეგაშინათ ბიჭებო?! დაწყნარდით, მარცხი აღიარეთ" - ვაშაძე
"კიდევ ერთხელ მივმართავ ივანიშვილს: შეეგუე მარცხს! რა დღეში ხარ?! ოფისში გვივარდებით?! ეგ დაგრჩათ მხოლოდ? თქვენ ხართ დამარცხებულები, ნადგურდებით არჩევნებში, მარცხს შეეგუეთ!" - ასე ეხმაურება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ენმ-ის ოფისში მმართველი პარტიის მხარდამჭერების შეჭრას.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მმართველ პარტიას მოუწოდა, რომ არჩევნებზე მარცხი აღიარონ, ხოლო ქართველ ხალხს უთხრა, რომ ძალადობრივ ფაქტებს არჩევნებზე მეტი აქტიურობით უნდა უპასუხონ.
კიდევ ერთხელ მივმართავ ივანიშვილს: შეეგუე მარცხს! რა დღეში ხარ?! ოფისში გვივარდებით?! ეგ დაგრჩათ მხოლოდ? თქვენ ხართ დამარცხებულები, ნადგურდებით არჩევნებში, მარცხს შეეგუეთ! საზოგადოებას მივმართავ, პასუხი იმაზე, რასაც ჩადიან უნდა იყოს მეტი აქტივობა, მეტი ხმა განვითარებისკენ, რომ ამ უბედურ ძალას, რომელიც „ქართული ოცნებაა“, წერტილი დავუსვათ. „ქოც“ ლიდერებს ვეუბნები: რამ შეგაშინათ ბიჭებო?! დაწყნარდით, მარცხი აღიარეთ. გამარჯვება ჩვენია, ამ გამარჯვებას არ გაგატანთ”,- აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შეიჭრნენ.