რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს, თუ რა მდგომარეობაშია "ოცნება" - ჯაფარიძე

26.10.24 18:57
რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს, თუ რა მდგომარეობაშია "ოცნება" - ჯაფარიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ენმ-ის ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის მხარდამჭერების შეჭრა ადასტურებს იმას, თუ რეალურად რა მდგომარეობაშია "ქართული ოცნება".

სოფო ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს და ეუბნება, რომ მიუხედავად ძალადობრივი ქმედებებისა, ენმ-ის წევრებს მათი არ ეშინიათ.

ეს რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, არიან შეშინებულები და აგრესიაზე არიან გადასულები, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, ვერ შეგვაშინებ, ვერ გაგვტეხ, ვერ გაგვაჩერებ, დიახ, რამდენიმე საათში დასრულდებით, რამდენიმე საათში დასრულდება თქვენი დრო და ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ შვებით ამოისუნთქებს“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღესმ 26 ოქტომბერს, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შეიჭრნენ.