"ქართული ოცნება" არის საპარლამენტო უმცირესობაში, 40%-ზე დაბლა - ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს აგებს. მელიას ინფორმაციით, მმართველ პარტიას ამ დროის მონაცემებით, ხმათა რაოდენობის მხოლოდ 40 % აქვს.
"ქართული ოცნება" არის საპარლამენტო უმცირესობაში, 40%-ზე დაბლა არის, ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება ლახავს ბარიერს და ვულოცავ თითოეული მათგანის მხარდამჭერებს. ჩვენს დამკვირვებლებს მადლობა, რომ ისინი არ აყვნენ "ქართული ოცნების" პროვოკაციას. ახლა, დარჩენილ ორ საათში მნიშვნელოვანია, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე", - აცხადებს მელია.