„იმედი“ ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს
სამთავრობო მედიის კვლევით, ივანიშვილის პარტია იგებს - TV იმედის ეგზიტპოლის მტკიცებით, "ქართულ ოცნებას" ხმების 56.1% აქვს.
Gorbi ახალს 12.1%-ს უწერს, ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას - 11.6%-ს, ლელოს - 7%-ს, გახარიას პარტიას კი - 4.8 %-ს.
მონაცემები 18:30 საათის მდგომარეობითაა. ცდომილების ზღვარი 2.5%-ია.
ცნობისთვის, სამთავრობო მედია Imedi TV-ის ეგზიტპოლების შედეგებს ოფიციალურ შედეგებთან შედარებით აცდენის მრავალწლიანი ისტორია აქვს.
- 2014 წლის თბილისის მერის არჩევნების პირველი ტური:
- - იმედის ეგზიტპოლი აჩვენებდა, რომ დავით ნარმანია ხმების 51.2%-ს აიღებდა.
- - მან პირველ ტურში 46.09% აიღო.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები:
- - პირველ ტურში იმედის ეგზიტპოლმა სალომე ზურაბიშვილს 57% დაუწერა.
- - მისი ოფიციალური მხარდაჭერა 38.64% იყო.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული ნაწილი:
- - იმედმა "ქართულ ოცნებას" 54%-იანი მხარდაჭერა დაუწერა.
- - ოფიციალური შედეგებით პარტიამ პირველ ტურში 48.22% აიღო.
2021 წლის თბილისის მერის არჩევნების პირველი ტური:
- - იმედის ეგზიტპოლის 18:00 საათის შედეგებით, კახა კალაძემ ხმების 51.3% აიღო.
- - მისი მხარდაჭერა 45.01% აღმოჩნდა.