ორბანის მიმართვა „ქართულ ოცნებას“

26.10.24 20:58
ორბანის მიმართვა „ქართულ ოცნებას“

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ქართულ ოცნებას გამარჯვებას შედეგების გამოქვეყნებამდე ულოცავს. 

„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“

„იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით,  ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 პროცენტი მიიღო. 

საპირისპირო შედეგებს აჩვენებს „მთავარი არხისა“ და „ფორმულისთვის“ ჩატარებული კვლევები: 

ამასთან, რადიო თავისუფლების ინფორმაციით ბუდაპეშტიდან და თბილისიდან, ვიქტორ ორბანი უახლოეს პერიოდში თბილისში ვიზიტს გეგმავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი ოფიციალური მონაცემები 26 ოქტომბერს, 22:00 საათზე გამოქვეყნდება.