პუტინის პროპაგანდისტი ცესკოს პირველადი მონაცემებით კმაყოფილია
საქართველოში ჩატარებული არჩევნებით კმაყოფილია კრემლი - "ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!" - დაწერა პუტინის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა ცოტა ხნის წინ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. (ცესკოს წინასწარი შედეგებით - ოცნება - 52.99%, ოპოზიცია - 38.27%)
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, დათვლილია 2 206 უბანი 3 111 უბნიდან, სადაც მოდერნიზებული, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.