ცესკო 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 206-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგებს აქვეყნებს
საქართველოს ცენტრალური საარცევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 206-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგებს აქვეყნებს.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილამ ბრიფინგზე განაცხადა, დათვლილია ელექტრონული უბნების 70.91%
ცესკოს მიხედვით, პარტიის მონაცემები ასეთია:
- ქართული ოცნება - 52,99%
- კოალიცია ცვლილებისთვის - 11,2%
- ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა 9,83%
- ძლიერი საქართველო - 9,2%
- გახარია საქართველოსთვის - 8,22%
- გირჩი - 3,23%
- პატრიოტთა ალიანსი - 2,53%.
ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ. მიმდინარეობს აპარატებით დათვლის გარდა, ხელით დათვლის პროცედურა.
მოგეხსნებათ, 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 263 საარჩევნო უბანი გახლავთ მოდერნიზებული, რომელიც სრულად აღჭურვილი იყო ტექნოლოგიების საშუალებებით, საიდანაც, ამ ეტაპისთვის, მოცულია 2 206 საარჩევნო უბნის შედეგი, რაც გახლავთ ამ ციფრის 97.48%. ეს არის წინასწარი მონაცემები, რომლებიც დათვლილია ტექნოლოგიური საშუალებების მიერ.
გიზიარებთ წინასწარ შედეგებს:
- N3 - "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია" - 3 479 ხმა, რაც გახლათ 0.19%
- N4 - კოალიცია "ცვლილებებისთვის" - 197 619 ხმა, რაც გახლავთ 11.2%
- N5 - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" - 173 510 ხმა, რაც გახლავთ 9.83%
- N6 - "ევროპელი დემოკრატები" - 7 066 ხმა, რაც გახლავთ 0.4%
- N8 - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 44 649 ხმა, რაც გახლავთ 2.53%
- N9 - "ძლიერი საქართველოს" - 159 306 ხმა, რაც გახლავთ 9.2%
- N10 - "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 13 350 ხმა, რაც გახლავთ 0.75%
- N12 - "ჩვენი გაერთიანებული საქართველო" - 1 637 ხმა, რაც გახლავთ 0.9%
- N16 - "შეცვალე საქართველო" - 11 071 ხმა, რაც გახლავთ 0.62%
- N17 - "საქართველო" - 2 463 ხმა, რაც გახლავთ 0.14%
- N20 - "თავისუფალი საქართველო" - 3 651 ხმა, რაც გახლავთ 0.2%
- N21 - "ტრიბუნა" - 2 162 ხმა, რაც გახლავთ 0.12%
- N23 - "ჩვენ" - 2 244 ხმა, რაც გახლავთ 0.12%
- N25 - "გახარია საქართველოსთვის" - 145 205 ხმა, რაც გახლავთ 8.22%
- N26 - "მემარცხენე ალიანსი" - 1 115 ხმა, რაც გახლავთ 0.6%
- N27 - "ქართველ ერთობა" - 3 918 ხმა, რაც გახლავთ 0.22%
- N36 - "გირჩი" - 56 980 ხმა, რაც გახლავთ 3.22%
- N41 - "ქართული ოცნება" - 935 004 ხმა, რაც გახლავთ 52.99%