„ეს არის კარგად დალაგებული წრე, რომელიც ივანიშვილს ყველა სურვილს უსრულებს“ - ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეების ხელახლა არჩევაზე

13.11.26 11:35
„ეს არის კარგად დალაგებული წრე, რომელიც ივანიშვილს ყველა სურვილს უსრულებს“ - ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეების ხელახლა არჩევაზე

გახარიას გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ლევან მურუსიძის, გიორგი მიქაუტაძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ხელახლა არჩევას ეხმაურება. მისი შეფასებით, სასამართლო სისტემაში მოქმედებს გავლენიანი პირთა წრე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც სისტემის ნაწილები იყვნენ, დღეს ივანიშვილის მთავარ დასაყრდენად იქცნენ.

აბა, რა იქნება. აბა, თქვენ ფიქრობთ, რომ გარედან ვიღაცას მოიყვანენ? ეს არის კარგად აპრობირებული, დალაგებული წრე, რომელიც ყველანაირად სურვილს უსრულებს ივანიშვილს. მისი ნაწილია, მისი კიდურებია და შესაბამისად, ეს ადამიანები, რომლებმაც წინა რეჟიმში უამრავ ადამიანს სიცოცხლე გაუმწარეს, დღეს არიან ივანიშვილის მთავარი დასაყრდენები. ეს არის მისი პოლიტიკა, მისი ფარისევლობა და სიყალბე, - ამბობს გახარიას გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი. 

ლევან მურუსიძე, გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილის ხელახლა აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად.

  • ეს გადაწყვეტილება მოსამართლეთა კონფერენციაზე მიიღეს, თუმცა ეს შეხვედრა მედიისთვის ცნობილი არ იყო- ინფორმაციის შესახებ ცნობილი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საკონსტირუციო სარჩელიდან გახდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე ეს სიახლე სამივე მათგანის შემთხვევაში მოგვიანებით აისახა. 

 

მსგავსი სიახლეები