ლევან ცუცქირიძე მიყურადებაზე საუბრობს: რატომ დამყვება რეგიონში სამი მანქანა?!
სიმართლის თქმა როდის აქეთ გახდა სახელმწიფოს მტრობა, როდის გახდა ეკლესიის დაცვა მისი ფარული მიყურადება - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძე საუბრობს.
მან მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის ქადაგების შემდეგ, სასულიერო პირის წინააღმდეგ აგორებული კამპანია "რეაქციაში" სტუმრობისას შეაფასა.
"მგონია, რომ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე, მის პინგვინზეც რამე რომ თქვა, ამ ხალხს ასეთი რეაქცია ექნება, იმიტომ რომ ესენი არიან აბსოლუტურ მორჩილებაში ამ პიროვნების კულტთან.
სიმართლის თქმა როდის აქეთ გახდა სახელმწიფოს მტრობა, როდის გახდა როდის გახდა ეკლესიის დაცვა მისი ფარული მიყურადება?!
ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რა გარემოში ვცხოვრობთ? - მე რომ დავდივარ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, რატომ არის, რომ მუდმივად თან დამყვება ერთი, ორი ან სამი მანქანა, მაშინ როცა ოკუპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაშინ როცა საქართველოში დარჩა 100 000 რუსი მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა120 000-ზე მეტი ქართველი" - აცხადებს ლევან ცუცქირიძე.
რამდენიმე დღის წინ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტიმა, იობმა ამბიონიდან თქვა, რომ „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“.
მიტროპოლიტი იობი შეეხო ე.წ. სუს-ის კრებსების საკითხსაც და თქვა, რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთეს. ამ თემაზე საუბრისას მან ახსენა ბიძინა ივანიშვილიც:
„სანამ სუს-ის კრებსები გამოქვეყნდებოდა და გამომზეურდებოდა, ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული, ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა გაენადგურებინათ, უნდა შეელახათ მისი იმიჯი.
მანამდე, სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ პატრიარქის კრიტიკა შეიძლება, პატრიარქიც ადამიანია, შეიძლება მასაც შეცდომები ჰქონდეს… სწორედ ამას მოჰყვა მერე სუს-ის კრებსები“ ,– თქვა მიტროპოლიტმა იობმა.