აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანია იწყება
მოძრაობა "სართულის" დამფუძნებელი ვადო მაჭავარიანი აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიის დაწყებას აანონსებს.
მისივე თქმით, კამპანიაში მონაწილეობას მიიღებენ მასთან ერთად, ცნობილი მსახიობებიც, მათ შორის, მაგალითად, გიგა დათიაშვილი, დევი ბიბილეიშვილი და სხვები.
მაჭავარიანი აცხადებს, რომ კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს გადიან და უახლოეს მომავალში ხელმოწერებს შეაგროვებენ.
მინდა დავაანონსო, რომ მე და ჩემთან ერთად ჩემი მეგობარი მსახიობები - გიგა დათიაშვილი, დევი ბიბილეიშვილი და სხვები მალე ვაპირებთ კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ. მისი ანტირეკლამისთვის გვაქვს კონკრეტული კანონპროექტის იდეა და ამ მოვლენებმა, რა თქმა უნდა, დააჩქარა ეს პროცესი.
ბოლო დეტალებს გავდივართ და ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ, რომ გამკაცრდეს მათი რეკლამირება, რომ მათ რეკლამას თან ახლდეს გაფრთხილება და ეს იქნება ჩვენი პირველი ნაბიჯი. იმიტომ, რომ ეს ეხება ბავშვებს" - ვადო მაჭავარიანი.
ცნობისთვის, საპატრიარქომ კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ღიად უკვე გააკრიტიკა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა პირდაპირ თქვა, რომ კანონის სწრაფი ტემპით მიღებამ კითხვების დასმის დროც კი აღარ დატოვა.
პარლამენტმა კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების უფლება დაჩქარებული წესით 28 ოქტომბერს მიანიჭა.
კანონით, კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა აღარ მოუწევს.