დუბლინში კობახიძემ თქვა, რომ "მოთმინებით ელოდებიან ევროპის საერთო დამოკიდებულების შეცვლას"
ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან. ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან და არაერთია ასეთი პოლიტიკური ლიდერი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.
კობახიძის თქმით, იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ.
ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან. ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან და არაერთია ასეთი პოლიტიკური ლიდერი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით მოვლენების განვითარებას სწორი და უკეთესი მიმართულებით,“- აღნიშნა კობახიძემ.