ითხოვდით მურუსიძის ციხეში ჩასმას, მაგრამ ახლა მურუსიძე სვამს ციხეში ანდროს - პიანისტმა კონცერტზე საპროტესტო გზავნილები გააჟღერა

12.11.26 23:34
ითხოვდით მურუსიძის ციხეში ჩასმას, მაგრამ ახლა მურუსიძე სვამს ციხეში ანდროს  - პიანისტმა კონცერტზე საპროტესტო გზავნილები გააჟღერა

 

 

პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე საპროტესტო გზავნილები გააჟღერა. ახალგაზრდა ხელოვანმა პატიმრობაში მყოფ ანდრო ჭიჭინაძეს და აქციებზე დაკავებულ სხვა პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადა. 

მან ახსენა მომღერალი KORDZ, ალექსანდრე კორძაია, რომლის მიმართაც "ოცნებას" მტრული დამოკიდებულება აქვს. ეს დამოკიდებულება კი ხელისუფლებუის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ნამღერ „ოლე ოლას“.

საუბრის ბოლოს არტისტმა თქვა, რომ "სინდისის პატიმრები გარეთ უნდა იყვნენ, რეალური დამნაშავეები კი ციხეში". 

"რისთვისაც წლების წინ იბრძოდით, რომ მურუსიძე ყოფილიყო ციხეში, ახლა მურუსიძე სვამს ანდრო ჭიჭინაძეს ციხეში"- თქვა მან. 

"ხალხს ტროტუარზე დგომის გამო კი არ უნდა იჭერდე, მთავრობა რომ გქვია, უნდა მოუსმინო მას" - დასძინა პიანისტმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები