ტიხანოვსკაია: კობახიძესა და ბოჭორიშვილს იმ სირთულეებზე ვესაუბრე, რასაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები აწყდებიან
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ტიხანოვსკაია x-ზე წერს.
მისი თქმით, საუბრისას ყურადღება გაამახვილა "იმ სირთულეებზე, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები დოკუმენტების, ბინადრობის ნებართვებისა და სამართლებრივი სტატუსის მოპოვებისას აწყდებიან".
„მოვუწოდე იმ ბელარუსების უფლებების დაცვისკენ, რომლებიც პოლიტიკურ დევნას ემიგრაციაშიც კი განიცდიან”, - დაწერა ტიხანოვსკაიამ და x-ზე საუბრის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.