პრეზიდენტი ზუსტად გრძნობს როდის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, ვიყოთ იმედიანად - ეკა ბესელია
ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის იმ წინასწარ შედეგებს, რასაც ცესკო აქვეყნებს.
პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი ამბობს რომ სალომე ზურაბიშვილი საბოლოო, ერთიან სურათს ელოდება.
პრეზიდენტი ზუსტად გრძნობს როდის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, ამიტომ ვიყოთ იმედიანად - ამბობს პოლიტიკოსი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.
პრეზიდენტი ძალიან ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს, ამ დარღვევებს. ყველა ინფორმაცია შემოდის და ყველა ინფორმაცია შეჯერდება. პრეზიდენტი ზუსტად გრძნობს და ზუსტად აფასებს როდის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მან, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ასე რომ ის გააკეთებს ყველაფერს, რაც მას კონსტიტუციით ევალება. ასე რომ უნდა ვიყოთ ყველანი იმედიანად და მხნედ და მივყვეთ ამ პროცესებს ყურადღებით. პრეზიდენტი ელოდება ერთიან სრულ სურათს. "ედისონ რისერჩის" კვლევაში, რომელიც მან გააზიარა, ხომ ჩანს მისი განწყობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია 2 206 უბანი 3 111 უბნიდან, სადაც მოდერნიზებული, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.
ოცნება - 52.99%, ოპოზიცია - 38.27% - ასეთია ცესკოს წინასწარი შედეგები.
ასევე ნახეთ, ორი ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის შედეგები:
- Edison Research: ოპოზიციამ ქართული ოცნება 10%-იანი სხვაობით დაამარცხა
- ქართული ოცნება 42%, 4 ოპოზიციური პარტია 48% - მთავარი არხის ეგზიტპოლის შედეგები