"კრემლის გეგმა ხმების უხეშად გაყალბების შესახებ მოქმედებს" - ხრისტო გროზევი

26.10.24 23:27
"კრემლის გეგმა ხმების უხეშად გაყალბების შესახებ მოქმედებს" -  ხრისტო გროზევი

"კრემლის გეგმა ხმების უხეშად გაყალბების შესახებ მოქმედებს"- ამის შესახებ საერთაშორისო გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ხრისტო გროზევმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასებისას განაცხადა

გამომძიებელი ჟურნალისტი პლატფორმა "X"-ზე უხეშად გაყალბების შესახებ მიანიშნებს.

“ოფიციალური” შედეგები, რომელიც დათვლილი იქნა 70% ხმებით: 53% მიიღო პრორუსულმა "ქართულმა ოცნებამ". მე არ მინდა, რომ ამ შემთხვევაში მართალი ვიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, კრემლის გეგმა ხმების უხეშად გაყალბების შესახებ მოქმედებს", - წერს ხრისტო გროზევი. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია 2 206 უბანი 3 111 უბნიდან, სადაც მოდერნიზებული, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.

ოცნება - 52.99%, ოპოზიცია - 38.27% - ასეთია ცესკოს წინასწარი შედეგები.

ასევე ნახეთ, ორი ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის შედეგები: