არჩევნები მოპარულია - არ ვაღიარებთ ამ შედეგებს - ნიკა გვარამია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" "მოპარული არჩევნების" შედეგებს არ აღიარებს - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, "ქართული ოცნება" სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც "საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორია".
ამასთან, როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, არჩევნების მოპარვის სქემა გაშიფრულია და ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება 27 ოქტომბერს გაიგებს.
ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. არჩევნები არის მოპარული. ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, "ოცნება" არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და პასუხს აგებს იმ წესით, როგორი წესითაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, თუ როგორ მოიპარეს არჩევნები.
ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში იმთავითვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეგ პრობლემა. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს", - ამბობს ნიკა გვარამია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია 2 206 უბანი 3 111 უბნიდან, სადაც მოდერნიზებული, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.
ოცნება - 52.99%, ოპოზიცია - 38.27% - ასეთია ცესკოს წინასწარი შედეგები.