დაშინება, მუქარა ამომრჩევლების, ასევე დამკვირვებლების მიმართ, ძირს უთხრიდა სამართლიანობის პროცესს - პერ ეკლუნდი
NDI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, პერ ეკლუნდმა საქართველოში ჩატარებული არჩევნებზე და იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელმაც, მისი თქმით, დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა ვერ უზრუნველყო.
ეკლუნდის თქმით, დაშინება, მუქარა ამომრჩევლების, ასევე დამკვირვებლების მიმართ, ძირს უთხრიდა სამართლიანობის პროცესს.
აქტივობა იყო მაღალი, ეს არის დემონსტრირება იმის, რომ ქართველები მხარს უჭერენ და ერთგულნი არიან დემოკრატიული პროცესის, თუმცა ასევე ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული ძალისხმევა, რომ ძირი გამოეთხარა და ხელი შეეშალა, სადამკვირვებლო მისიებისთვის, დაკვირვების პროცესებისთვის. კანონების გამოცემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული, დაშინება, მუქარა ამომრჩეველების, ასევე დამკვირვებლების მიმართ, ძირს უთხრიდა სამართლიანობის პროცესს.
დამკვირვებლების ჯგუფებმა მნიშვნელოვანი მძიმე დარღვევები დააფიქსირეს, წინა არჩევნებთან შედარებით- ეს იყო ძალადობის გამოყენება, ბიულეტენების ჩაყრა“ - განაცხადა პერ ეკლუნდმა.