ეუთო/ოდირი: ამომრჩევლების აღრიცხვა კენჭისყრის დღეს, ბადებს ეჭვს, რამდენად შეეძლო ამომრჩეველს ხმა შიშის გარეშე მიეცა
ეუთო, ევროსაბჭო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი - ოთხი უმნიშვნელოვანესი სადამკვირვებლო მისია საქართველოს არჩვენებს აფასებს. პრესკონფერენცი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პასკალ ალიზარდიმ გახსნა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ არჩევნები დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა. მისივე განცხადებით, ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა.
ჩვენი სადამკვირვებლო მისია, დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებელი აკვრიდებოდა ამ არჩევნებს. აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველო. მინდა წარმოგიდგინოთ ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის დასკვნები .
განსაკუთრებით იყო ზეწოლა საჯარო მოხელეებზე, როდესაც ხდებოდა აღრიცხვა კენჭირსყრის დღეს, ეს ბადებს ეჭვებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს, რომ ხმა მიეცა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე.
მედიაგარემო ასახავდა ღრმა პოლარიზებას. მედიასაშუალებების ინსტრუმენტებად გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით, რასაც თან ახლდა პარტიების პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობა, ასევე, როცა პოლიტიკური პარტიები და აქტორები უარს ამბობდნენ ჩართულობაში დებატებში, ეს რა თქმა უნდა ზრდიდა დაძაბულობას.", - განაცხადა პასკალ ალიზარდიმ.
მისი თქმით, იყო დაძაბული გარემო და ასევე ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).
ფოტო: "პუბლიკა"