პია კაუმას თქმით, რუსული კანონი ზეგავლენას ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე - "ეს შემდეგ პარლამენტში ხელახლა უნდა შეფასდეს"

27.10.24 17:07
პია კაუმას თქმით, რუსული კანონი ზეგავლენას ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე - "ეს შემდეგ პარლამენტში ხელახლა უნდა შეფასდეს"

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს შემდეგ პარლამენტში ხელახლა უნდა შეფასდეს, რათა სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო დაცული იყოს, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა.

პია კაუმას შეფასებით, საჭიროა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში პოლიტიკოსებმა კანონი ხელახლა განიხილონ. ამასთან, როგორც უეთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში საქართველოში პოლარიზაცია არსებობდა. 

"რაც შეეხება დემოკრატიას, მნიშვნელოვანია, ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ ყველა მთავრობა იყოს თითოეული ადამიანის თავისუფლების წინაშე ანგარიშვალდებული" - ამბობს უეთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

ამასთან, პია კაუმამ პრესკონფერენციაზე პარლამენტში სავალდებულო კვოტების გაუქმებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ გენდერული კვოტების გაუქმება უარყოფითი შედეგების მომტანია. 

ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით ყველა ნაბიჯს კენჭისყრის დღის პროცესის განმავლობაში. ჩვენი მისიის დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილები უბნების ნახევარზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე შევეხები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას. მე შევხვდი სხვადასხვა ქალებს კენჭისყრის დღემდე და აქტიურად ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული კვოტების გაუქმება არის უარყოფითი შედეგის მომტანი და ეს აბრკოლებს არა მარტო მათ უმნიშვნელოვანეს როლს, არამედ ასევე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მათ მოთხოვნაზე, რომ უფრო მეტი წარმომადგენლობა იქნას მიღწეული.

მე მინდა ასევე ხაზი გავუსვა პოლარიზებას, რაც არსებობდა ბოლო თვეების და წლების განმავლობაში. უნდა აღინიშნოს კიდევ "უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი. ეს ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე და ეს ხელახლა უნდა შეფასდეს შემდეგ პარლამენტში, რათა დაცული იქნას საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა განვაგრძოთ ის, რომ ყველა ხმა თანაბრად ისმოდეს. 

რაც შეეხება დემოკრატიას, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველყოთ, რომ ყველა მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული, რომ დაცული იქნას ყველას თავისუფლება", - ამბობს პია კაუმა.

შეფასების დოკუმენტი, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება, 30-გვერდიანია.