იყო დაშინება, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თუ მხარს მათ არ დაუჭერდნენ, დახმარებას შეუწყვეტდნენ - მარგარეტა სიდერფელდი
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, მარგარეტა სიდერფელდმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეაფასა განაცხადა, რომ პროცესი დაშინების და ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა.
სიდერფელდის თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კამპანიის გასაძლიერებლად სახელმწიფო რესურსები გამოიყენა.
“იყო დაშინება, რომ თუ ხალხი მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდნენ სოციალურ დახმარებას“, - თქვა სიდერფელდმა.
სამოქალაქო საზოგადოების უწყვეტი დაშინება მიმდინარეობს, ისინი საფრთხის წინაშე დგანან, ამის მიზეზი პოლიტიკური ელიტაა. “ქართულმა ოცნებამ“ კამპანიის გასაძლიერებლად და აქტივობის შესამცირებლად, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. დააშინეს და იძალადეს სახელმწიფო მოხელეებზე, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თუ მხარს მათ არ დაუჭერდნენ, დახმარებას შეუწყვეტდნენ.
საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობა დაბალია, რადგან სახელისუფლებო გავლენა იგრძნობა, საეთერო დროის არ დათმობამ, ოპოზიციურ პარტიებს არ მისცა შესაძლებობა გაემართათ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია“,- განაცხადა სიდერფილდმა.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).