ხდებოდა ამომრჩევლების დაშინება, როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე მის გარეთ - ეუთო/ოდირის დამკვირვებელი

27.10.24 16:23
ხდებოდა ამომრჩევლების დაშინება, როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე მის გარეთ - ეუთო/ოდირის დამკვირვებელი

 

 

მოხდა ბიულეტენების ყუთში ჩაყრა, გადახიეს დამკვირვებლების საჩივრები, იყო მტრული დამოკიდებულება, დაშინება, როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე მის გარეთ  - ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, ანტონიო ლოპეს-ისტურიზ უაიტი საქართველოს 2024 წლის არჩევნებს აფასებს.

ლოპესი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიის დაღმასვლას განიცდის და მისი თქმით, ამის მტკიცებულებები არჩევნების დაკვირვებისას კარგად გამოჩნდა. 

არჩევნებზე კენჭისყრის დღეს რაც ვნახეთ, ამან შეიძლება ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში - ამბობს ლოპესი. 

სტატუსი მიანიჭეს საქართველოს იმ პირობით რომ საჭირო რეფორმებს გაატარებდა, მაგრამ საქართველოს პარლამენტმა მიიღო რამდენიმე კანონი რონელიც ხელს უშლის პროცესს. მათ შორისაა გამჭვირვალობის კანონი. საქართველოს გაწევრიანების პროცესი გაყინულია. მთავრობა კონსპირაციებს უჭერდა მხარს და რუსეთის მანიპულაციებს, საარჩევნო კოდექსში შეიტანეს 1 თვით ადრე ცვლილებები და ცესკოს დაკომპლექტების წესიც შეიცვალა.

დაშინება და ზეწოლა იყო ოპოზიციაზე და კრიტიკულ მედიაზე. მმართველი პარტია ოპიზიციის აკრძალვას ცდილობს-არჩევნები წარმოაჩინეს, როგორც ომი და მშვიდობა, იყო ნიშნები, თითქოს მანიპულირება მოხდებოდა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდებოდა, იყო ზეწოლა საჯარო მოხელეებზე რომ მიეღოთ მონაწილეობა ოცნების ღონისძიებებში. ანტიკორუფციული ბიურო ინსტრუმენტალიზებული იყო კამპანიის ფარგლებში. ეს იყო ორკესტრირებული სქემა. ბევრი გამოწვევა არსებობდა სამუშაო პროცესში კენჭისყრის დღეს. კამერები საარჩევნო უბანზე, არ არის კანონით გათვალისწინებული. ბიულეტენების ჩაყრა მოხდა ყუთში, გადახიეს დამკვირვებლების საჩივრები, ფარულობაც არ იყო ზოგ შემთხვევაში უზრუნველყოფილი. შეშფოთებას გამოვხატავთ, რომ დემოკრატია დაღმასვლას განიცდის. სამწუხაროდ, ამის მტკიცებულებები ვნახეთ. სამწუხაროდ იყო მტრული დამოკიდებულება, დაშინება, არჩევნებზე კენჭისყრის დღეს რაც ვნახეთ, ამან შეიძლება ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ შეტყობინებები გამოძიების შესახებ გამოძიებული იქნას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ განახორიციელოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. მინდა ასევე ვთქვა, რომ მიუღებელია დემოკრატიისთვის, რომ აკრძალულ იქნას ოპოზიციური პარტიები. ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას", - განაცხადა ანტონიო ლოპესმა. (სინქრონული თარგმანი) 

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA). 

ფოტო: IPN