ცნობები, რომლებიც მიუთითებს არჩევნების გაყალბებაზე, ადასტურებს შიშებს, რომელიც ბევრმა გამოთქვა ბოლო თვეებში - კირნსი

27.10.24 16:29
ცნობები, რომლებიც მიუთითებს არჩევნების გაყალბებაზე, ადასტურებს შიშებს, რომელიც ბევრმა გამოთქვა ბოლო თვეებში - კირნსი

"ცნობები, რომლებიც მიუთითებს არჩევნების გაყალბებაზე, ადასტურებს შიშებს, რომელიც ბევრმა გამოთქვა ბოლო თვეებში" - ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ალისია კირნსი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

ბრიტანელი პოლიტიკოსი პლატფორმა "X"-ზე წერს, რომ ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს.

საქართველოდან მრავალი ცნობა, რომელიც მიუთითებს არჩევნების გაყალბებაზე და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე, ადასტურებს იმ შიშებს, რომელიც ბევრმა გამოთქვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. საქართველოს ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს". - წერს ალისია კირნსი.