როგორც ჩანს, საქართველოში არჩევნები ხმების აშკარა გაყალბებით ჩატარდა - კინზიგერი

27.10.24 16:47
როგორც ჩანს, საქართველოში არჩევნები ხმების აშკარა გაყალბებით ჩატარდა - კინზიგერი

"როგორც ჩანს, საქართველოში არჩევნები ხმების აშკარა გაყალბებით ჩატარდა" - ასე ეხმაურება  ამერიკელი ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში გამართულ არჩევნებს.

როგორც ადამ კინზიგერი პლატფორმა "X"-ზე წერს, ახლა დასავლეთს აქვს შანსი, ან თავი დაიცვას, ან რუსეთთან კიდევ ერთი ქვეყანა წააგოს

"სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე" - აღნიშნავს ყოფილი კონგრესმენი.

როგორც ჩანს, საქართველოში არჩევნები ჩატარდა ხმების აშკარა გაყალბებით. დასავლეთს აქვს შანსი დაიცვას თავი, ან წააგოს კიდევ ერთი ქვეყანა რუსეთთან. სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე!“ - წერს კინზინგერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.