ვიხილეთ პოლიტიკური ტრეფიკინგი, როდესაც მძევლად აიყვანეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პირადობების ჩამორთმევით - დოლიძე

27.10.24 16:34
ვიხილეთ პოლიტიკური ტრეფიკინგი, როდესაც მძევლად აიყვანეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პირადობების ჩამორთმევით - დოლიძე

ვხედავთ თქვენს ნდობას და ვაპირებთ, ყველა საშუალებით დავიცვათ თქვენი ევროპული არჩევანი, - ამ სიტყვებით მიმართა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ მოქალაქეებს საგანგებო ბრიფინგზე. 

დოლიძის თქმით, პროდასავლურმა ოპოზიციამ არჩევნები მოიგო, "ქართული ოცნება" არალეგიტიმურია, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია. მისი თქმით, პირადობების ჩამორთმევით ადგილი ჰქონდა "პოლიტიკურ თრეფიკინგს.

ჩვენ ვხედავთ იმედს და ნდობას, რომელიც გამოგვიცხადეთ თქვენ და ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე სხვადასხვანაირი საშუალებებით სამართლებრივი, არასამართლებრივი, კანონიერი საშუალებებით, იმისთვის, რომ დავიცვათ თქვენი ევროპული არჩევანი.

ევროპულ მოძრაობას, ევროპულ ოპოზიციას მოგებული აქვს ეს არჩევნები, თქვენ არჩევნები მოიგეთ, ქართული ოცნება არალეგიტიმურია და ჩვენ ვაპირებთ ყველგან ეს დავადასტუროთ, ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ და ნელ-ნელა ვკრებთ უფრო მეტ ფაქტს ოცნების გაყალბების შესახებ, პირველად ისტორიაში.

ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური ტრეფიკინგი, როდესაც მძევლად აიყვანეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პირადობების ჩამორთმევით და აიძულეს მათ დარჩენილიყვნენ სახლში და ამით გამოიყენეს გაყალბების უდიდესი სქემისთვის რუსებთან ერთად, რის შედეგადაც გაგვიყალბეს არჩევნები, - განაცხადა ანა დოლიძემ.