შეშფოთებული ვარ დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და სახელმწიფოს კონტროლირებადი კომისიის სხვაობით - ლაგოდინსკი
ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურება - როგორც ლაგონდისკი წერს, "დამოუკიდებელი ეგზიტპოლებსა და სახელმწიფოს კონტროლირებად დამთვლელ კომისიას შორის 10%-იანი სხვაობა უკიდურესად შემაშფოთებელია".
სერგეი ლაგოდინსკი პლატფორმა "X"-ზე იმასაც აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს თვლას ყურადღებით ადევნებს.
უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და სახელმწიფოს კონტროლირებად დამთვლელ კომისიას შორის 10%-იანი სხვაობით, ველოდები რთულ დღეებს და კვირებს ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით დემოკრატი ქართველებისთვის. ევროპარლამენტი ყურადღებით ადევნებს თვალს". - წერს სერგეი ლაგოდინსკი.